ბაიერნის საპატიო პრეზიდენტი, ული ჰიონესი თვლის, რომ ბაიერნს ლუის დიასის იქით ტრანსფერში დიდი ფული არ უნდა გადაეხადა.
ჰიონესმა სამი ფეხბურთელის გვარი დაასახელა და კმაყოფილებაც გამოთქვა, რომ რეკორდმაისტერმა ზაფხულში მათი შეძენა არ სცადა.
ესენი ბენჟამინ შეშკო, ჩავი სიმონსი და ჯეიმი გიტენსი არიან. შეიძლება ითქვას, რომ კარგად საქმე არც ერთს, არც მეორეს და არც მესამეს არ აქვს.
შეშკო მანჩესტერში წავიდა და უფერულად გამოიყურება, ისევე როგორც ტოტენჰემში წასული სიმონსი და ჩელსიში წასული გიტენსი.