არსენ ვენგერი ფლორიან ვირცის ლივერპულში ტრანსფერზე საუბრობს და ამბობს, რომ მერსესაიდულ კლუბს საკუთარი ნახევარდაცვის დაშლა მოუწია ვირცის ბაიერნისთვის "წასართმევად":
"ვირცს ჰქონდა შანსი აერჩია ლივერპულსა და ბაიერნს შორის, საბოლოოდ კი მან ლივერპული აირჩია და კლუბს უთხრა, მოვდივარ თქვენთან, რადგან ვითამაშო 10-იანზე და არა განზე და გვერდიდან, პასუხად კი თანხმობა მიიღო, რადგან ლივერპულს მისი ყიდვა სურდა. გამოდის, რომ მათ თავადვე გაანადგურეს თავიანთი ნახევარდაცვა, სადაც აქამდე მაკალისტერი, გრავენბერხი და სობოსლაი თამაშობდნენ", - თქვა ვენგერმა.
ფლორიან ვირცის ლივერპულური კარიერა კვლავ უფერულია. 22 წლის ფეხბურთელს 17 თამაშში 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი.