მიუნხენის "ბაიერნის" ახლადდანიშნულმა გენერალურმა მენეჯერმა კლუბის განვითარების გეგმა დასახა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ოლივერ კანი პირადად აპირებს ყველა ტრანსფერი გააკონტროლოს და გუნდში მოიყვანოს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი ექნებათ.
გარდა ამისა, კანი გეგმავს, რომ აკადემიის როლი "ბაიერნში" წინ წამოწიოს და ახალგაზრდებს მისცეს შანსი. ამით "რეკორდმაისტერს" კიდევ უფრო გაუმარტივდება გუნდისთვის შესაბამისი ფეხბურთელებით დაკომპლექტება.
შეგახსენებთ, რომ კანი "ბაიერნში" მიმდინარე წლის იანვარში დაბრუნდა გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე.