გუშინ გერმანიის თასის 1/8-ფინალში ბაიერნმა უნიონი 3:2 დაამარცხა, სადაც მატჩის 49-ე წუთზე ალექსანდრ პავლოვიჩი მოედნიდან ტრავმის მიღების გამო გაიყვანეს.
აი, რას ამბობს მედიასთან მაქს ებერლი ახალგაზრდა ნახევარმცველის დაზიანებაზე:
"დიდი იმედი გვაქვს, რომ პავლოვიჩის ტრავმა მძიმე არ იქნება, თუმცა არ შემიძლია, რომ დიაგნოზზე ახლავე გესაუბროთ. როგორც აქედან ჩანდა, ეს კუნთოვანი დაზიანება იყო", - თქვა ებერლიმ.
თუ პავლოვიჩი გარკვეული ხნით არ იქნება, მისი შეცვლა ლეონ გორეცკას მოუწევს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ცუდი სათამაშო ფორმისა და ხარისხის გამო ისედაც ხშირად აკრიტიკებდნენ.