უნიონ ბერლინის ფეხბურთელი, რანი ხედირა უკმაყოფილო დარჩა მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელების საქციელით, რომლებსაც, მისი აზრით, გუშინდელი მატჩის მეორე ტაიმში დრო უპატივცემულოდ გაჰყავდათ:
"როდესაც ამ დონის მოწინააღმდეგესთან თამაშობ და ისინი მთელი მეორე ტაიმი დროის გაყვანას ცდილობენ, რაც არაფრით ისჯება, ეს უპატივცემულობაა. დიახ, 45-ე წუთიდან ისინი დროის გაყვანას ცდილობდნენ. პავლოვიჩი მართლა დაშავდა და მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თუმცა ისიც 2 წუთი იწვა მინდორზე, შემდეგ ადგა და ისევ დაწვა, რაშიდ დრო დაიკარგა. ეს არ არის სამართლიანი თამაში", - თქვა რანი ხედირამ.
შეგახსენებთ, რომ ბაიერნმა უნიონ ბერლინი 3:2 დაამარცხა, 1/4-ფინალების წილისყრა კი ზეგ, 6 დეკემბერს გაიმართება.