ბაიერნს ორი კვირაა ალოდინებენ - შეცვლის თუ არა უეფა დიასის წითელ ბარათს

ბაიერნს ორი კვირაა ალოდინებენ - შეცვლის თუ არა უეფა დიასის წითელ ბარათს

როგორც გახსოვთ, უეფამ ლუის დიასის წითელი ბარათი 3 მატჩის გამოტოვებით დააკვალიფიცირა, რაც ბაიერნმა გააპროტესტა და ორგანიზაციაში საჩივარი შეიტანა.

კლუბი ითხოვს, რომ კოლუმბიელ ვინგერს ჩემპიონთა ლიგაზე მეტი თამაშის გამოტოვება აღარ მოუხდეს და დარჩენილი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გაუქმდეს, თუმცა უეფა ბაიერნს უკვე 2 კვირაზე მეტია ალოდინებს.

ზოგადად, ბაიერნმა დიასის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შესახებ პარი სენ-ჟერმენთან მატჩიდან 3 კვირის შემდეგ გაიგო, რამაც გერმანელები ძალიან აღაშფოთა, ახლა კი საჩივარზე პასუხის დაბრუნებაც ძალიან არის გაწელილი.

გერმანულ მედიაში წერენ, რომ ბაიერნს მოთმინების ფიალა ევსება, უეფა კი კლუბის მიმართ უპატივცემულოდ იქცევა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მატჩები მოახლოვდა, ბაიერნში კი დღემდე არ იციან, შეძლებენ თუ არა მომდევნო მატჩების განაცხადში კოლუმბიელი შემტევის რეგისტრირებას.


4-12-2025, 14:25
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2