2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს, როგორც ყოველთვის, უმაღლესი მიზნები ექნება, რაც მინიმუმ ნახევარფინალამდე მისვლას მოიაზრებს.
სხვათა შორის, ახლახანს დაიწერა, რომ მუნდიალის განმავლობაში გერმანიის ეროვნული გუნდისთვის სამი ცნობილი საფეხბურთო სახე იმუშავებს.
ესენი თომას მიულერი, იურგენ კლოპი და მატს ჰუმელსი გახლავთ, რომელიც Magenta TV-ის ჟურნალისტებად/საფეხბურთო ექსპერტებად იმუშავებენ.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალის წილისყრა 5 დეკემბერს გაიმართება.