Diario AS-ის ჟურნალისტი, ფილიპ კესლერი წერს, რომ მიუნხენის ბაიერნი კარლოს ბალებათი დაინტერესდა და მასთან შეთანხმების მიღწევას ერთ შემთხვევაში ეცდება.
წყაროს ინფორმაციით, თ კლუბი ლეონ გორეცკას გუნდიდან გაუშვებს, მაშინ საჭირო გახდება ახალი ნახევარმცველის დამატება და ბალება ერთ-ერთი კანდიდატია.
მიუხედავად ამისა, ინგლისური გამოცემები ამტკიცებენ, რომ ბალებას ფასი 85 მილიონი ევროა, რასაც ბაიერნი სავარაუდოდ არ გადაიხდის.
ცნობისთვის, 21 წლის კარლოს ბალება ბრაიტონში თამაშობს და პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ნახევარმცველად მოიაზრება.