კონრად ლაიმერი, რომელსაც ბაიერნში ძალიან კარგი სეზონი აქვს, კლუბისგან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ხელფასის გაზრდას ითხოვს.
აქამდე ამაზე არაფერი იწერებოდა, თუმცა ბოლო დღეებია გამოცემები აღნიშნულს აქტიურად იუწყებიან.
ავსტრიელ ფეხბურთელს ბაიერნთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს, მისი ამჟამინდელი ანაზღაურება კი 9 მილიონ ევრომდეა.
იმის გათვალისწინებით, რომ ლაიმერის როლი გუნდში გაზრდილია და ისიც ნდობას ამართლებს, სავარაუდოდ, მისთვის ხელფასის მატება ისეთივე პრობლემა არ უნდა იყოს, როგორც უპამეკანოს შემთხვევაშია, თუმცა, ცხადია, იმასაც გააჩნია თუ რამდენს მოითხოვს 28 წლის უკანახაზელი.