ხელოვნურმა ინტელექტმა დღევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ პროგნოზი გააკეთა და ჯგუფები შეადგინა.
სუპერკომპიუტერის ვარაუდით გერმანიის ნაკრებს ჯგუფში საკმაოდ იოლი გასეირნება ექნება და პირველ ადგილს დიდი ძალისხმევის გარეშე დაიკავებს.
მისი პროგნოზით იულიან ნაგელსმანის გუნდის ჯგუფში ირანი, სამხრეთ აფრიკა და ეკვადორი მოხვდებიან, რომელთა წინააღმდეგაც ხელოვნური ინტელექტი გერმანიისგან 9 ქულას ელის.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი წილისყრა ჩვენი დროით 21:00 საათიდან დაიწყება.