დღეს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრაში გაირკვა, რომ გერმანიას მეტოქეებად ეკვადორი, კოტ დიუვარი და კურასაო ეყოლება.
აი, როგორია ნაგელსმანის პირველი კომენტარი მეტოქეების გაცნობის შემდეგ:
"ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან იოლი ჯგუფი შეგვხვდა, თუმცა ის გადალახვადია. გვინდა, რომ ჯგუფური ეტაპის მატჩები მოვიგოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაფერი ეტაპობრივად მოხდეს, ჯგუფის ფაზა გავიაროთ და პლეიოფში გავიდეთ. ყველა მეტოქე იმსახურებს პატივისცემას, თუმცა ისიც ნორმალურია, რომ აქედანვე აკვირდებოდე იმას თუ ვინ შეგხვდება პლეიოფში და ვისთან თამაში მოგიწევს საიმისოდ, რომ ტურნირზე შორს წახვიდე", - თქვა ნაგელსმანმა.