როგორც მოგეხსენებათ, პარი სენ-ჟერმენთან გაძევების გამო ლუის დიასი უეფამ ჩემპიონთა ლიგაზე თავდაპირველად 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ამას მოჰყვა ბაიერნის საჩივარი, რომელიც 2 კვირის განმავლობაში განიხილებოდა უეფაში და საბოლოოდ, ორგანიზაციიდან კლუბს პასუხი დაუბრუნეს.
ბაიერნს უნდოდა, რომ ერთი მატჩის მეტი კოლუმბიელ ფეხბურთელს არ გამოეტოვებინა, უეფამ კი დისკვალიფიკაცია სამი მატჩიდან ორ შეხვედრამდე დაიყვანა.
ეს იმას ნიშნავს, რომ დიასი სპორტინგთან თამაშსაც გამოტოვებს, შემდეგ კი განაცხადში ჩვეულებრივ დაბრუნდება.