დღეს ბუნდესლიგაში ბაიერნმა შტუტგარტი 5:0 გაანადგურა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა, ლუის დიასმა კი ყვითელი ბარათი კიდევ ერთხელ მიიღო.
ამასობაში კოლუმბიელ ფეხბურთელს შიდა ჩემპიონატში 5 ყვითელი ბარათი მოუგროვდა და მაინცთან შეხვედრას გამოტოვებს.
გარდა ამისა, დიასმა წითელი მიიღო ლიგაზეც და 2 მატჩის გამოტოვება უწევს, რაც ბაიერნის გულშემატკივრებს ძალიან არ მოსწონთ და დიასს დისციპლინის გამოსწორებისკენ მოუწოდებენ.
ფანების ნაწილი იმასაც წერს, რომ დიასი ბარათებს განგებ იღებს, რათა დასვენების დღეები ხელოვნურად გამოიწეროს..