გუშინდელი დიდებული გამარჯვების შემდეგ ბაიერნმა კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა ბუნდესლიგის მორიგი ჩემპიონობისკენ.
ვენსან კომპანის გუნდი მეორეადგილოსან ლაიფციგს 8 ქულით უსწრებს, რომელსაც ბაიერნმა პირველივე ტურში 6:0 მოუგო.
სწორედ ამიტომ, ჰიონესს ჰკითხეს ემზადება თუ არა ბაიერნი უკვე საჩემპიონო ზეიმისთვის, რაზეც ულის ასეთი პასუხი ჰქონდა:
"არა, ჯერ არაფერი დაგვიწყია და არ გვინდა, რომ ამპარტავნები ვიყოთ. წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით შტუტგარტთან გამარჯვებით, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში საკმაოდ რთული გრაფიკი გვქონდა. როდესაც მუსიალა და დევისი დაგვიბრუნდებიან, შემდეგ უკვე ტიტულის მოგებაზე მშვიდად ვიქნები", - თქვა ჰიონესმა.
შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულების დაბრუნებას ბაიერნში დეკემბერ-იანვარში ელიან.