ბაიერნმა თვალი ლილის 18 წლის ტალანტს დაადგა - ფასი საკმაოდ მაღალია

ბაიერნმა თვალი ლილის 18 წლის ტალანტს დაადგა - ფასი საკმაოდ მაღალია

Footmercato-ს ჟურნალისტი წერს, რომ ლილის 18 წლის ტალანტს, აიუბ ბუადის სხვა გრანდებთან ერთად მიუნხენის ბაიერნიც აკვირდება.

როგორც ვკითხულობთ, ბუადიმ ფრანგულ კლუბთან ახალი ხელშეკრულება ახლახანს გააფორმა და მისი გამოსასყიდიც უკვე დასახელებლია.

წყაროს ინფორმაციით, ბუადის გამოსასყიდი 60 მილიონი ევრო იქნება, რაც ბაიერნის სატრანსფერო პოლიტიკას ნამდვილად არ შეესაბამება.

ბუადი ფრანგი ნახევარმცველია, რომელიც პროფესიონალურ ფეხბურთში ლილთან ერთად მესამე სეზონს ატარებს. ის მეტწილად ნახევარდაცვის უკანა და ქვედა პოზიციებს ამაგრებს. შეიძლება ვთქვათ, რომ მისი მთავარი როლი 6-იანის პოზიციის შევსებაა.

18 წლის ბუადი საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებში თამაშობს. მან 21-წლამდე ევროს საკვალიფიკაციოზე 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.


7-12-2025, 19:10
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2