ჰოფენჰაიმის ფორვარდი, ფისნიკ ასლანი პასუხობს ჟურნალისტს მიუნხენის ბაიერნის ინტერესის შესახებ:
"რა თქმა უნდა, ასეთი თემები შენამდეც მოდის. ბუნებრივია, ეს პატივია და ცოტათი ვამაყობ კიდეც, როცა ასეთ რაღაცას ვკითხულობ. მაგრამ ჩემი სრული ყურადღება ჰოფენჰაიმზე, მომავალ თამაშებზე, მომავალ კვირებსა და თვეებზეა გადატანილი. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ვნახოთ, რა მოხდება საბოლოოდ. ყველაფერს თავისი დრო ექნება", - თქვა ფისნიკ ასლანმა.
ჰოფენჰაიმის ფეხბურთელით დორტმუნდიცაა დაინტერესებული, რომელიც უახლოეს მომავალში ეცდება, რომ მოთამაშე თავისთან გადაიბიროს.