ბოლო პერიოდში ხშირად წერენ იმის შესახებ, რომ ბენფიკა რაფაელ გერეიროთია დაინტერესებული და ფეხბურთელიც განიხილავს პორტუგალიაში წასვლას.
აღნიშნულის შესახებ ვენსან კომპანის ჰკითხეს, მას კი შემდეგი პასუხი ჰქონდა:
"ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ. მყავს შესანიშნავი მოთამაშე, ფანტასტიკური პროფესიონალი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეხმარება გუნდს, მან ეს გააკეთა [სპორტინგის წინააღმდეგ] და შაბათ-კვირას. ის გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და მის მომავალთან დაკავშირებული ნებისმიერი სიტუაცია შინაგანად განიხილება და არა სხვასთან", - თქვა კომპანიმ.