ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს ბაიერნის სატრანსფერო სიახლეების შესახებ და ამბობს, რომ კლუბს იანვარში ცვლილებები ექნება.
წყაროს ინფორმაციით, რაც ხშირ შემთხვევაში სრული სიმართლე ხოლმე, იანვარში ბაიერნს საშა ბოეი დატოვებს, რომლითაც კრისტალ პალასია დაინტერესებული.
როგორც იცით, პალასი უკვე რამდენიმე კვირაა ბოეის მიმართ ინტერესს გამოხატავს, ახლა კი ის სიახლეა, რომ ინგლისურ კლუბს ძირითადის მარჯვენა მცველი დიდი ხნით დაუშავდა, რაც ტრანსფერის საჭიროებას კიდევ უფრო ზრდის.
თავის მხრივ, ბაიერნი ბოეის იოლად შეელევა, რადგან ფეხბურთელს შანსი არ ეძლევა და წესით, ტრანსფერი იანვარშივე უნდა შედგეს.