ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა, დიტმარ ჰამანმა აღფრთოვანება გამოთქვა კლუბის 17 წლის შემტევი ნახევარმცველის, ლენარტ კარლის თამაშთან დაკავშირებით. ჰამანის თქმით, ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოირჩევა განსაკუთრებული ტექნიკური უნარებითა და თავდაჯერებულობით.:
"გამაოგნა, რომ 17 წლის ფეხბურთელს ასეთი ტექნიკური ოსტატობა და ასეთი ძლიერი თავდაჯერებულობა აქვს. არასდროს მინახავს ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი გავლენა აქვს, განსაკუთრებით წამყვან ევროპულ კლუბში", - თქვა ჰამანმა Sky Sport-თან ინტერვიუში.
ანალიტიკოსმა გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ურჩია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ლენარტ კარლის გამოძახება განიხილონ. მიმდინარე სეზონში კარლმა ბაიერნის რიგებში 20 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.