ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმა, უარყო ინფორმაცია დაიოტ უპამეკანოს კონტრაქტის გახანგრძლივების საქმეში მკაცრი ულტიმატუმის წაყენების შესახებ. აღმასრულებელმა დირექტორმა გამოთქვა რწმენა, რომ ფრანგი მცველი ბაიერნთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას თავადვე ისურვებს.
ფროინდმა ნათლად განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ უპამეკანოს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოების უფლება აქვს, ბაიერნი რბოლაში მაინც ლიდერობს და კლუბში მშვიდად არიან:
"ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილნი [გახანგრძლივების მოლაპარაკებების] მიმართ. ეს განუსაზღვრელი ვადით არ გაგრძელდება, თუმცა ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულ დღეს მოხდება თუ არა. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს."
"ბევრი რამ იწერება. ინფორმაცია მიუთითებს, რომ საქმე ტურბულენტურია, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ არის ასე. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და საქმეები არც ისე რთულადაა. ის თავს კომფორტულად გრძნობს გუნდთან, მწვრთნელთან და მთელ კლუბთან ერთად", - ამბობს ფროინდი.