ლეონ გორეცკა, რომელიც 30 წლის არის და ბაიერნში წლებია თამაშობს, მიმდინარე სეზონში ძალიან ხშირად კრიტიკდება, მიზეზი კი მისი სათამაშო ფორმა და ხარისხია.
გულშემატკივრების ძალიან დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ფეხბურთელის გუნდიდან გაშვების დრო დადგა, ლეონის ახლანდელმა საქციელმა კი სწორედ ამაზე დაასხა წყალი.
ახლახანს გორეცკამ სოციალურ ქსელში ბაიერნის მაისურით ყველა ფოტო და ვიდეო წაშალა, ასე კი მოთამაშეები მაშინ იქცევიან, როცა თვალი კარისკენ აქვთ მიმართული.
გორეცკას კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, უფასოდ გაშვებას კი ბაიერნს მისი ზამთარში გაშვება ერჩივნება.