Bild-მა დაწერა, რომ მადრიდის რეალს 2018 წელს ლენარტ კარლის ყიდვა შეეძლო, რომელიც დღეს საოცრად თამაშობს და გრანდების ყურადღებას იქცევს:
"10 წლის ასაკში კარლს კომუნიკაცია ჰქონდა მადრიდის რეალთან, რომელმაც რაღაც პერიოდის შემდეგ ლენარტი ბერნაბეუზე სათამაშოდ მიიწვია. თუმცა, ტრანსფერი არ შემდგარა და ამას ოჯახი არც ნანობს, რადგან საქმე არა იმდენად კარლს, არამედ მსხვილ სააგენტოებს და მათ მოგებებს ეხებოდა, დღევანდელი გადმოსახედიდან კი კარლი და მამამისი ამ გადაწყვეტილების მიღებას არც ნანობენ", - წერს გამოცემა.
რეალის ბოსებს ნამდვილად შეუძლიათ თავში ხელი შემოირტყან, რადგან კარლის სახით უდიდესი ტალანტი დაკარგეს, რომელიც დღეს მსოფლიო ფეხბურთს ბაიერნის მაისურით ალამაზებს.