ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩნდება ისეთი, ვისაც მიაჩნია, რომ ნაგელსმანმა კარლი მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა წაიყვანოს.
თავად ნაგელსმანი აქამდე ფიქრობდა, რომ ამ ასაკში კარლი ასაკობრივს უნდა დახმარებოდა და განვითარება განეგრძო, თუმცა, როგორც ჩანს, გერმანიის მწვრთნელი ნელ-ნელა აზრს იცვლის.
გერმანულ მედიაში წერენ, რომ ნაგელსმანი ისმენს ავტორიტეტული ხალხის აზრს და საბოლოოდ კარლის მუნდიალზე წაყვანის გადაწყვეტილებამდეც მივა.
ბაიერნის 17 წლის ტალანტს ბოლო ხანს მუნდიალზე წაყვანის პროცესში მხარი აქტიურად იოზუა კიმიხმა, ფრანკ რიბერიმ და მიხაელ ბალაკმა დაუჭირეს.