Talksport-მა დაწერა, რომ ბრუნო ფერნანდეში მიუნხენის ბაიერნის სიაშია და 31 წლის ნახევარმცველი გერმანულ კლუბში ძალიან მოსწონთ.
გამოცემის მტკიცებით, ბაიერნში მიაჩნიათ, რომ ბრუნო მანჩესტერში თავის ბოლო სეზონს ატარებს და ახალი სეზონიდან კლუბს მისი დამატების ოფცია გაუჩნდება.
სხვათა შორის, თავად ბრუნოს აქვს ნათქვამი, რომ სულ ცოტა ხნის წინ მანჩესტერში მისი გუნდიდან წასვლა უნდოდათ, თუმცა საბოლოოდ პორტუგალიელი მაინც დარჩა და კვლავ გუნდის საკვანძო ფეხბურთელია.
31 წლის ნახევარმცველს მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.