მადრიდის "ატლეტიკოსა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების უნივერსალურ მცველს, ლუკა ერნანდესს, კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს.
ესპანური ტელეარხის, "El Transistor-ს" ინფორმაციით, 23 წლის ფრანგმა "როხიბლანკოს" ახალ კონტრაქტზე ოფიციალურად უთხრა უარი.
ერნანდესმა მადრიდული კლუბის წინადადება არ მიიღო და განაცხადა, რომ მომდევნო სეზონს უკვე სხვა კლუბში ჩაატარებს.
ეს კი გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებაა - ლუკა ერნანდესი მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობას შეუთანხმდა.
მსოფლიო ჩემპიონი მცველის გადაბირება "ბაიერნს" 80 მილიონ ევრომდე უნდა დაუჯდეს.