Teamtalk-მა კიდევ ერთხელ დაწერა მანჩესტერ სიტის მცდელობის შესახებ, რომელიც ბაიერნიდან პავლოვიჩის წაყვანას ცდილობს.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ფეხბურთელის გაშვება არ სურს და არც თავად პავლოვიჩი აპირებს გუნდის გამოცვლას, სიტი მცდელობებს მაინც არ აკლებს.
თუ ეს მაინც მოხდა, გამოცემა ვარაუდობს, რომ ბაიერნი 100 მილიონზე ნაკლებს არ აიღებს, მაგრამ, ზოგადად ამ ფასად ბაიერნი ფეხბურთელებს უიშვიათესად ყიდის ხოლმე.
სიტიში მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდა გერმანელ ნახევარმცველს ყველაფერი აქვს როდრის გზის გასაგრძელებლად, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მხოლოდ ინგლისში იცოდნენ..