მაქს ებერლიმ უპასუხა შეკითხვას თუ რამდენად აპირებს მიუნხენის ბაიერნი ზამთარში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას:
"არა, გარეთ, ტრანსფერებისკენ არ ვიყურებით, რადგან ჩვენი შემადგენლობა გვყავს. ნათლად განვაცხადეთ, რომ სამი ტრავმირებული მოთამაშე ბრუნდება და ისინი ჩვენთვის ახალი შენაძენებივით არიან."
"სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებულნი. რა თქმა უნდა, ზაფხულისთვის ზამთარში შეგვიძლია მოვემზადოთ. თუმცა, იანვარში ახალ მოთამაშეებს არ მოვიყვანთ", - თქვა სპორტულმა დირექტორმა.