ოლივერ კანს ბუნდესლიგაში მეკარის პოზიციაზე ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენის სტატუსი ეკუთვნის, რომელსაც ამასობაში მანუელ ნოიერი ძალიან მიუახლოვდა.
ამ ორ მეკარეს შორის შედარებები ისედაც ხშირი იყო, ახლა კი ბაიერნის მოქმედ პირველ ნომერს ოლივერ კანის რეკორდის გაუმჯობესებსაც შეუძლია.
კანს გერმანიის ჩემპიონატში 557 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მანუელ ნოიერს კი ამ მომენტისთვის 535-ჯერ უთამაშია ბუნდესლიგაში.
იმისათვის, რომ ნოიერმა კანის რეკორდი მოხსნას, ის ბაიერნში კიდევ 1 წლით უნდა დარჩეს, რადგან ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 19 ტურია დარჩენილი.