ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა 2020 წლის პირველი თვის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
აღნიშნულ ჯილდო დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა ფორვარდმა, ერლინ ჰაალანდმა მიიღო.
19 წლის ფეხბურთელმა იანვარში ბუნდესლიგაში სულ მხოლოდ 59 წუთი გაატარა მინდორზე. თუმცა, ამ დროში 5 გოლის გატანა მოახერხა.