ბოეი წასვლაზე უარს ამბობს? - შესაძლოა კრისტალ პალასში ტრანსფერი ჩავარდეს

ბოეი წასვლაზე უარს ამბობს? - შესაძლოა კრისტალ პალასში ტრანსფერი ჩავარდეს

როგორც იცით, ბაიერნის გეგმებში საშა ბოეი არ შედის და კლუბი ცდილობს, რომ ფეხბურთელი საიჯარო ხელშეკრულებით მაინც გაუშვას, პერმანენტული ტრანსფერი კი ყველაფერზე წინ დგას.

მიუხედავად ამისა, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მოთხოვნები თავად ბოეიმაც დაასახელა. მისი თქმით, ის არ წავა ისეთ კლუბში, რომელსაც უმაღლესი მიზნები არ ექნება.

ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად კრისტალ პალასის ინტერესების შესახებ იწერებოდა და როგორც ჩანს, მათი დღევანდელი მდგომარეობა ბოეის სულაც არ აკმაყოფილებს.

გარდა პალასისა, ბოეის დაბრუნებაზე ფიქრობს გალათასარაიც, რომელმაც შესაძლოა ფრანგი ფეხბურთელი იჯარით წაიყვანოს.


22-12-2025, 23:27
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2