არ იქნება ეს , არ იქნება შეთანხმება - რა არის უპამეკანოს ულტიმატუმი

არ იქნება ეს , არ იქნება შეთანხმება - რა არის უპამეკანოს ულტიმატუმი

Bild-მა კიდევ ერთხელ დაწერა დაიოტ უპამეკანოს კონტრაქტის შესახებ და ის კონკრეტული პუნქტი გამოარჩია, რომელიც ახლა ფეხბურთელის გარემოცვის პრიორიტეტია, თუმცა მისი შესრულება ბაიერნს არ სურს:

"ბაიერნი განიხილავს დაიოტ უპამეკანოსთან დათმობაზე წასვლას, რათა საბოლოოდ მიაღწიონ შეთანხმებას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. კლუბსა და ფეხბურთელს შორის პრინციპული შეთანხმებაა ფინანსურ პირობებზე, თუმცა ჯერჯერობით გადამწყვეტი საკითხი გამოსყიდვის პუნქტია. უპამეკანოს გარემოცვა დაახლოებით 65 მილიონი ევროს ოდენობის გამოსყიდვის პუნქტს ითხოვს. მთავარი უთანხმოება ოფციის ამოქმედების თარიღს ეხება."

"ფეხბურთელის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვენ, რომ გამოსყიდვის პუნქტი ძალაში იყოს გახანგრძლივებიდან პირველივე წელს. მეორე მხრივ, ბაიერნი ჯერჯერობით ამტკიცებს, რომ ოფცია ძალაში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ უნდა შევიდეს. ბაიერნი ამჟამად განიხილავს უპამეკანოს სურვილის შესრულებას, რომ გამოსყიდვის პუნქტი 2027 წელს ძალაში შევიდეს, რათა ახალი კონტრაქტი საბოლოოდ დამტკიცდეს. ისეთი კლუბების კონკურენციის გათვალისწინებით, როგორიცაა რეალი და პსჟ, ბაიერნის ხელმძღვანელობას შესაძლოა არა მხოლოდ მიმზიდველი სპორტული და ფინანსური შეთავაზების გაკეთება დასჭირდეს, არამედ კონტრაქტის შემდგომ პირობებზე კომპრომისზე წასვლაც. ასეთი პუნქტი ბაიერნს საშუალებას მისცემს, უპამეკანო მინიმუმ კიდევ ერთი წლით შეინარჩუნოს და მისი წასვლის შემთხვევაში 65 მილიონი ევრო მიიღოს. ამ დათმობის გარეშე, გარიგება შეიძლება ჩაიშალოს", - წერს გამოცემა.


23-12-2025, 12:26
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2