Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მარკ გეჰიმ ახალ კლუბს მოთხოვნად მაღალი ხელფასი დაუწესა, რაც აქტიურად უნდა განიხილონ ბაიერნმა, ლივერპულმა და ბარსელონამ.
წყარო წერს, რომ ეს უკანასკნელი მაღალი ხელფასის გაცემას არ აპირებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბაიერნიც იგივე გზას დაადგება.
გარდა ამისა, უპამეკანო ისედაც ითხოვს მაღალ ხელფასს და თუ ის მაინც იქნება გასაცემი, დიდი ალბათობით, ბაიერნი კლუბში დაფუძნებულ ფეხბურთელს მიენდობა და კადრის გამოცვლას აღარ შეეცდება.
მარკ გეჰი მაქსიმალურად ცდილობს, რომ კრისტალ პალასი იანვარშივე დატოვოს, მისი ბაიერნში ტრანსფერის შანსები კი იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ უპამეკანო გუნდიდან წავა.