ლოთარ მათეუსი ხსნის თუ რატომ უნდა გახდეს ჰარი კეინი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი:
"ჩემთვის, ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ეჭვგარეშეა, რომ ჰარი კეინია. ის არა მხოლოდ 19 გოლით ლიდერობს ბომბარდირთა სიაში, მისი დამოკიდებულება მოედანზე და მის გარეთ იმისგან განსხვავებულ ხასიათს აჩვენებს, რაც კეინში 2 წლის წინ ვნახეთ.
ის რობერტ ლევანდოვსკის შესაცვლელად და გოლების გამტანად მოიყვანეს, მაგრამ კეინი გუნდს ბევრად მეტს სთავაზობს. ის არის ადამიანი, რომელიც თამაშობს, შრომობს და სხვებსაც ქოქავს.
ყველა იმედოვნებს, რომ ის ბაიერნში დიდხანს დარჩება. მოლოდინები ისედაც მაღალი იყო, მაგრამ კეინმა ყველას და ყველაფერს გადააჭარბა", - თქვა მათეუსმა