Sky Sport-მა დაწერა სერჟ გნაბრისა და კონრად ლაიმერის კონტრაქტების შესახებ:
"სერჟ გნაბრი და კონრად ლაიმერი ბაიერნთან კონტრაქტების გახანგრძლივებასთან ახლოს არიან. გნაბრი, სავარაუდოდ, ახალ კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს. ლაიმერის ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობა ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის, მაგრამ აქტიურად განიხილება 2029 წელი. სეზონის პირველ ნახევარში ხარისხიანი პერფორმანსისთვის დუეტი ახალი კონტრაქტებით დაჯილდოვდება", - დაწერა გამოცემამ.
მათ შორის სხვაობა ისაა, რომ გნაბრი ახალ კონტრაქტში შემცირებულ ხელფასს მიიღებს, ბოლო ცნობებით კი ლაიმერი პირიქით, გაზრდილ შემოსავალს ითხოვდა, რაც, სავარაუდოდ, კლუბის მხრიდან შეთანხმების საფუძველზე შესრულდება.