ბაიერნის გერმანელ გულშემატკივრებში ჩატარდა გამოკითხვა და მათ ევალებოდათ, რომ გუნდის სამი ხელშეუხებელი ფეხბურთელი უნდა დაესახელებინათ.
რეკორდმაისტერის ადგილობრივმა ქომაგებმა სამეულში ჯამალ მუსიალა, ლენარტ კარლი და მაიკლ ოლისე შეიყვანეს, თანაც ზუსტად ამ თანმიმდევრობით, როგორც წერია.
მუსიალა და კარლი კლუბის მომავლად მოიაზრებიან, მაიკლ ოლისეს შენარჩუნება კი ასაკიდან გამომდინარე ფანებს მაქსიმალურად დიდი ხნით სურთ.
სამეულთან ახლოს იყვნენ ჰარი კეინი და იოზუა კიმიხიც, რომლებიც გუნდის ბირთვის დიდ ნაწილს ქმნიან და წარმატებული სეზონის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებიც არიან.