თურქი ჟურნალისტი, მურათ ზორლუ წერს, რომ ფენერბაჰჩე დაინტერესებულია კიმ მინ-ჯეს ხელმეორედ გაფორმებით, რომელსაც ბაიერნში საქმეები კარგად არ მისდის.
ბაიერნმა კორეელი მცველი ნაპოლიდან 2023 წელს იყიდა, თუმცა ნაპოლიმდე კიმი სწორედ ფენერბაჰჩეში თამაშობდა, სადაც მან ერთი სრული სეზონი გაატარა.
ჰოდა, ახლა შესაძლოა 29 წლის ცენტრალური მცველი კვლავ თურქეთის სუპერ ლიგაში აღმოჩნდეს, სადაც მას ნდობას გამოუცხადებენ და სასტარტოს გარანტიებსაც მისცემენ.
უპამეკანოსა და ტას დუეტისთვის კიმ მინ-ჯე კონკურენციის გაწევას ვერ ახერხებს, ამიტომ ეს ტრანსფერი საკმაოდ ლოგიკური იქნებოდა.