ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჰარი კეინმა ბაიერნში დარჩენა და კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვიტა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ინგლისელ თავდამსხმელს სურს, რომ კარიერის ბოლო და მნიშვნელოვანი წლები კვლავ ბაიერნში გაატაროს, ახალი კონტრაქტის გაფორმება კი 2028 ან 2029 წლამდე დაიგეგმება.
კეინს პარალელურად აქვს პრემიერ ლიგაში დაბრუნების კანდიდატურაც. გარდა ამისა, არის ბარსელონაში ტრანსფერის ვარიანტიც, თუმცა ამ ორზე ახალი ჯერჯერობით არაფერი არ იწერება.