გერმანულ მედიაში ვრცელდება მაქს ებერლის კომენტარი, რომელსაც ჟურნალისტებმა სატრანსფერო ფანჯრის შესახებ ჰკითხეს.
ებერლი ერთ-ერთ მონაკვეთში ამბობს, რომ კლუბში ამ ეტაპზე არაერთი მაღალი ხარისხის მქონე განაპირა მცველია, რის გამოც ვარაუდობენ, რომ საშა ბოეიმ 99%-ით კლუბი იანვარში უნდა დატოვოს:
"ჰიროკი და ფონზი დაბრუნდნენ, რის შემდეგაც უკანა ხაზში ბევრი მაღალი დონის მცველი მოგვიგროვდა, ეს კი დანარჩენებისთვის სიტუაციას უფრო გაართულებს. ამიტომ, უკვე აზრიანი იქნება, რომ ცვლილებებზე ვიფიქროთ", - თქვა ებერლიმ.
ბოლო ინფორმაციით, საშა ბოეის წინადადებები ჰქონდა ინგლისიდან და თურქეთიდან, კლუბი კი მის გაშვებაზე უარს ნამდვილად არ იტყვის.