ლენარტ კარლის განცხადებას მადრიდის რეალში ტრანსფერზე მაქს ებერლიც ეხმაურება:
"ის ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ ეს [რეალ მადრიდში გადასვლა] საერთოდ არ იყო განსახილველი თემა, ის ძალიან მადლიერია ბაიერნის. კარლი უბრალოდ თავისუფლად საუბრობდა, როგორც 17 წლის მოზარდი."
"ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ის ადგეს და თქვას: „არსებობს ბაიერნი, მაგრამ არსებობს სხვა კლუბებიც“. ასეა დღესდღეობით. 17 წლის მოზარდს უფლება აქვს შეცდომა დაუშვას. მას უფლება აქვს ეიფორიაში თქვას ისეთი რამ, რასაც მოგვიანებით ინანებს.", - თქვა ებერლიმ.