Bild-ის უახლესი ინფორმაციით, ბაიერნი და უპამეკანო ხელშეკრულების განახლებაზე შეთანხმდნენ:
"უპამეკანო და ბაიერნი კონტრაქტს განაახლებენ. კლუბსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა. ახლა საბოლოო დეტალები უნდა მოაწესრიგონ. უპამეკანო კონტრაქტზე ხელს ამ თვეში მოაწერს და ახალი ხელშეკრულებით წლიურად 20 მილიონ ევროს მიიღებს", - წერს გამოცემა.
ფრანგი მცველი თავიდანვე 5-მილიონიან სახელფასო ზრდას ითხოვდა და ასევე არ სურდა, რომ კონტრაქტში მაღალი გამოსასყიდი ჩაეწერათ.
უკანასკნელი ინფორმაციით, უპამეკანოს ხელფასის თემა დაუკმაყოფილეს, გამოსასყიდზე კი ჯერ კიდევ შესატყობი გვაქვს.