მიუხედავად იმისა, რომ ახლა ლენარტ კარლისთვის კონტრაქტის შესათავაზებლად ყველაზე შეუფერებელი დროა, ბაიერნი ამის გაკეთებას მაინც აპირებს.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ფაბრიციო რომანომ დაწერა:
"ბაიერნი მზადაა, რომ კარლს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს გაუმჯობესებული პირობებით. ახლა ფეხბურთელის კონტრაქტთან დაკავშირებით საჩქარო არაფერია, მაგრამ კლუბს გადაწყვეტილი აქვს, რომ კარლი კარგი ხარისხის გამო დააჯილდოვოს", - წერს ჟურნალისტი.
თავად კარლს თავისი განცხადების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, არადა მისმა საუბარმა ბაიერნის ბევრი გულშემატკივარი გააღიზიანა.
იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია მძიმე ან უკონტროლო გახდება, სავარაუდოდ კლუბი თავად გაავრცელებს ოფიციალურ განცხადებას.