გარდა იმისა, რომ ბაიერნი მონდომებულია ლენარტ კარლის შენარჩუნებასა და მისთვის ახალი კონტრაქტის მიცემაზე, კლუბს ასევე სურს, რომ კარლის პატარა ძმაც დაიმატოს.
ვენსან კარლი ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, თუმცა გერმანიაში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ ვენსანი ძმასავით ნიჭიერი და გამორჩეული მოთამაშეა, რის გამოც ბაიერნს მისი თავიდანვე დაბევება სურს.
ფლორიან პლეტენბერგმა დაწერა, რომ ვენსან კარლი ბაიერნს მისმა ოჯახმა შესთავაზა და არა მიხაელ ბალაკმა, რომელიც ლენარტის სპორტული აგენტია.