მიუხედავად იმისა, რომ დაიოტ უპამეკანო ბაიერნთან კონტრაქტის განახლებასთან ძალიან ახლოსაა, ბაიერნი მაინც არ აპირებს, რომ ნიკო შლოტერბეკს შეეშვას.
Bild-ის თქმით, საამისოდ ბაიერნს ორი მიზეზი აქვს:
პირველი ისაა, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია კიმ მინ-ჯეს კონტრაქტის საკითხი, რომელიც გუნდიდან თუ წავა, კლუბს მისი შემცვლელი დასჭირდება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თავად შლოტერბეკის გადაწყვეტილებაც, რომელსაც თავადაც სურს კლუბის გამოცვლა, თუმცა ეს შესაძლოა 2027 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით მოხდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, Bild-ის თქმით, ბაიერნი ახლავე ეცდება შლოტერბეკის მოყვანას, რაც კომპანის გუნდს კიდევ უფრო დიდ სიღრმეს მისცემს და სუსტ პოზიციას მოაძლიერებს.