ჰარი კეინი ერთ-ერთი ტოპ კანდიდატია 2026 წლის ოქროს ბურთის მოგების პროცესში.
ამის შესახებ მაიკლ ოუენმა ისაუბრა, რომელმაც თქვა თუ რა სჭირდება ჰარის აღნიშნული ჯილდოს მისაღებად:
"მას ძალიან კარგი სეზონი აქვს და ფავორიტი იქნება. ბაიერნი ბუნდესლიგას აუცილებლად მოიგებს და თუ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები გახდებიან და ამის პარალელურად კეინი მსოფლიო ჩემპიონატსაც კარგად ითამაშებს, მას ძალიან დიდი შანსები ექნება. ვფიქრობ, მუნდიალს დიდი წონა ექნება. თუ კარგი საკლუბო სეზონი არ გქონდა, მაგრამ მუნდიალზე ბომბარდირი გახდები და ფინალშიც გაიტან, მაშინ შანსები ძალიან გაგეზრდება", - თქვა ოუენმა.