ვენსან კომპანი ლენარტ კარლის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მადრიდის რეალში სამომავლო ტრანსფერს ეხებოდა:
"ვეცადე, შორიდან შემეხედა ამ ამბისთვის. უფრო ფართო სურათს და კონტექსტს ვუყურებდი - რას აკეთებს 17 წლის ლენარტ კარლი ყოველდღე: ის კარგად და ძალიან ბევრს ვარჯიშობს - რამდენი 17 წლის ახალგაზრდა აკეთებს ამას? ის გუნდისთვის ძალიან ბევრს შრომობს დაცვაში, ყოველდღე ასრულებს თავის როლს ვარჯიშებსა და შეხვედრებზე."
"შესაძლოა, მან მცირე კომუნიკაციური შეცდომა დაუშვა, მაგრამ როგორია უფრო ფართო სურათი მისთვის 17 წლის ასაკში?: ის კვლავ სწორ საკითხებზეა ორიენტირებული. მას ძალიან კარგი სავარჯიშო კვირა ჰქონდა. მან იმდენი რამ გააკეთა, რომ თავისი სათამაშო დრო დაემსახურებინა. მან მაშინვე დაურეკა კრისტოფს და მაქსს და ბოდიში მოიხადა ნათქვამისთვის. მე ვცდილობდი, ერთადერთი ადამიანი ვყოფილიყავი, ვინც მასთან ამაზე არ ისაუბრებდა.. მისი თანაგუნდელები ცოტათი დასცინოდნენ - ეს სახალისო იყო. თუ ის ცუდად ვარჯიშობს, მაშინ ჩემთან პრობლემა აქვს. თუ ის 100%-ით არ იხარჯება, მაშინ ჩემთან პრობლემა აქვს. თუმცა, მან პირიქით გააკეთა, ამ დროში ძალიან კარგად ივარჯიშა, ითამაშა და ძალიან ბევრი იშრომა. ბოდიში მოიხადა. ჩემთვის ეს საბოლოოდ ნორმალური" - თქვა კომპანიმ.