ბუნდესლიგის საუკეთესო - ვენსან კომპანი პეპ გვარდიოლას გაუთანაბრდა

ბუნდესლიგის საუკეთესო - ვენსან კომპანი პეპ გვარდიოლას გაუთანაბრდა

საახალწლო შესვენების შემდეგ ბაიერნი ოფიციალური შეხვედრით დღეს ბრუნდება. გუნდი 20:30-ზე ბუნდესლიგაში ვოლფსბურგს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა ბუნდესლიგაში მწვრთნელად ვენსან კომპანისთვის რიგით 50-ე იქნება, 49 შეხვედრაში კი ბელგიელს ისეთივე შედეგები აქვს დაფიქსირებული, როგორიც პეპ გვარდიოლას ჰქონდა.

განვლილ დროში კომპანის ფორმაციის ბაიერნმა 38 შეხვედრა მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატში ბაიერნი საშუალოდ 2.5 ქულას იღებს.

როგორც დაიწერა, ეს შედეგი აქამდე სწორედ გვარდიოლას ეკუთვნოდა, რომლითაც ის პირველ ადგილს იკავებდა, ახლა კი პირველზე ერთბაშად ორი სპეციალისტი იქნება.


11-01-2026, 12:36
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2