ბაიერნმა 2026 წელი ვოლფსბურგთან თამაშით გახსნა და შესანიშნავი შედეგიც დააფიქსირა, - რეკორდმაისტერმა სტუმარი გუნდი 8:1 გაანადგურა.
მატჩის შემდეგ ვენსან კომპანიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"არის მომენტები, როდესაც ანგარიში 5-1, 6-1, 7-1-ია და ბიჭები მაინც აგრძელებენ სირბილს, აგრძელებენ პრესინგს და ცდილობენ კიდევ უფრო მეტი გოლის გატანას. ეს ძალიან მომწონს. ასევე მომწონს ეს კომბინაციაც, სადაც ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოცდილებივით შეუძლიათ მოედანზე შემოსვლა და იმის ჩვენება, თუ რა შეუძლიათ ისე, რომ ჩვენ მაინც არ ვკარგავთ ბაიერნის ხასიათს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ყოველთვის უნდა ვეძებოთ კიდევ უფრო გაუმჯობესების გზები და საშუალებები", - თქვა კომპანიმ.