გუშინ ვენსან კომპანის ბაიერნმა კიდევ ერთი მაღალო დონის თამაში აჩვენა და ბუნდესლიგაში ვოლფსბურგი 8:1 გაანადგურა.
კვლავ კარგი თამაში ჰქონდათ ლუის დიასსა და მაიკლ ოლისეს, რომელთა რობენთან და რიბერისთან შედარება სთხოვეს ბელგიელ მწვრთნელს.
აი, მისი კომენტარი:
"ჯერ არ შევადარებდი მათ რობენსა და რიბერის. დიდ პატივს ვცემ ამ ორ ფეხბურთელს, რომელთა წინააღმდეგაც მითამაშია კიდეც. ვფიქრობ, მაიკლმა და ლუჩომ საკუთარი გზა უნდა გაიარონ. საბოლოო ჯამში, საქმე მხოლოდ ინდივიდუალურ ხარისხში კი არა, გუნდურ ტიტულებშიც არის. თუ საბოლოოდ ისინი დიდ ტიტულებს მოიგებენ, მაშინ შესაძლოა ამ თემაზე საუბარი შეგვეძლოს. თუმცა, ამ ეტაპზე საერთოდ არა", - თქვა კომპანიმ.