დი მარციო: "ბაიერნიდან გორეცკას წაყვანას მილანიც ეცდება"

დი მარციო: "ბაიერნიდან გორეცკას წაყვანას მილანიც ეცდება"

იტალიის ჩემპიონატიდან ლეონ გორეცკას წაყვანით ყველაზე მეტად ნაპოლი იყო დაინტერესებული, თუმცა ინსაიდერმა ჯანლუკა დი მარციომ კიდევ ერთი კლუბის შესახებ დაწერა.

ამჯერად საქმე მილანს ეხება. ჟურნალისტის ინფორმაციით, მილანელები გორეცკას წაყვანას არა ახლა, არამედ ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით ეცდებიან.

რაც დრო გადის, მით იზრდება იმის ალბათობა, რომ გერმანელი ნახევარმცველი გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩეს, რადგან ახლა ფეხბურთელების გაშვება კომპანისა და გუნდის გეგმებში არ შედის.

გარდა ნაპოლისა და მილანისა, გორეცკას წაყვანით მანჩესტერი და ატლეტიკოც არიან დაინტერესებულნი. მოკლედ, საზაფხულოდ ლეონს არჩევანის გაკეთება რამდენიმე გრანდს შორის მოუწევს.


13-01-2026, 21:06
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2