სანამ ჯამალ მუსიალა სარეაბილიტაციო პროცესს გადის, იქამდე ახალგაზრდა ფეხბურთელს ბევრი თავისუფალი დრო აქვს და სხვადასხვა გადაცემებს სტუმრობს.
ცოტა ხნის წინ მუსიალა ერთ-ერთი პოდკასტში იყო მიწვეული, სადაც მას შეკითხვა კრიშტიანუ რონალდუზე დაუსვეს:
"ჯამალ, როგორ ფიქრობ, რონალდუზე უკეთესი დრიბლინგები გაქვს?", - ჰკითხეს მას, რაზეც მუსიალამ უპასუხა:
"მომეცით საამისოდ 2 ან 3 წელი და მასზე ძლიერი გავხდები", - პასუხობს მუსიალა.